„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე აპირებს უარყოს ახალი კონტრაქტის შესახებ პარიზელთა წინადადება, რომლითაც ფეხბურთელს უახლოეს ხანებში მიმართავენ.
როგორც ინტერნეტ-გამოცემა Sport.es იტყობინება, მბაპეს დედამ, რომელიც ფეხბურთელის მამასთან ერთად წარმართავს შვილის საქმეებს, უკვე შეატყობინა მადრიდის „რეალს“კილიანის უარის შესახებ.
მბაპეს ოჯახს სურს ზეწოლა „პარი სენ-ჟერმენზე“ და ამავდროულად, „რეალთან“ მოლაპარაკებების პროცესის დაჩქარება. ადრე მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მბაპე „ყოველთვის ოცნებობდა „რეალში“თამაშზე“. ზიზუმ ამ სიტყვებით პარიზული კლუბის გაღიზიანებაც კი გამოიწვია.
კილიანის მოქმედი კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. წლევანდელ სეზონში ფეხბურთელმა შვიდი მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა, რასაც სამი საგოლე პასი დაუმატა.
შეგახსენებთ, როცა ცოტა ხნის წინ, პარიზელებთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა ნეიმარმა.