მბაპეს გაფორმების შემთხვევაში „რეალმა“ შეიძლება ვინისიუსი გაყიდოს #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ განიხილავს ფორვარდ ვინისიუსის გაყიდვას იმ შემთხვევაში, თუ კილიან მბაპე 2024 წლის ზაფხულში ესპანური კლუბის რიგებში გადავა, – განაცხადა ინტერნეტტელევიზია El Chiringuito-ს ეთერში ჟურნალისტმა ედუარდო ინდამ.
მბაპეს გაფორმების შემთხვევაში „რეალს“, სავარაუდოდ, მსსხვერპლზე წასვლა მოუწევს. ამის მიზეზია ფინანსური ასპექტი. მბაპე დიდ თანხას მოითხოვს, ვინისიუსი კი ამ მომენტში „რეალის“ ყველაზე ძვირფასი აქტივია.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ ამ სეზონის შემდეგ იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის იანვრიდან მას შეუძლია, მოლაპარაკებები აწარმოოს ნებისმიერ კლუბთან.