მბაპეს დამატებითი დისკვალიფიკაცია ელოდება
მბაპეს დამატებითი დისკვალიფიკაცია ელოდება

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ, შესაძლოა, დამატებით ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს, – იტყობინება გაზეთი AS. მიზეზი – საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, „ნიმის“ წინააღმდეგ მატჩის მიმდინარეობისას 19 წლის ფეხბურთელის გაძევებაა.

მბაპემ წითელი ბარათი 93-ე წუთზე მიიღო, როდესაც ის „ნიმის“ მცველთან ტეჟი სავანიესთან კონფლიქტში შევიდა და მას ხელი უბიძგა.

გამოცემის მონაცემებით, სავანიეს ადვოკატებმა სააპელაციო კომიტეტში სარჩელი შეიტანეს. თავად ამ ფეხბურთელმა ინციდენტისთვის ხუთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ასე რომ, არ არის გამორიცხული, მბაპეს სასჯელიც ხუთ მატჩამდე გაიზარდოს.