„პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ჟურნალისტებთან თავისი ყველაზე საყვარელი გოლი დაასახელა.
„ჩემი აზრით, ეს არის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, ხორვატიის კარში გატანილი გოლი. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი, რომელიც ოდესმე გამიტანია“, – მოჰყავს მბაპეს სიტყვები ბრიტანულ გამოცემა „სანს“.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთში გაიმართა, ფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატია 4-2 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ მოიპოვა პლანეტის საუკეთესო ეროვნული გუნდის ტიტული.