მბაპემ საფრანგეთის თასის ფინალში მძიმე ტრავმა მიიღო და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის გამოტოვება ემუქრება (ვიდეო)
საფრანგეთის თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ ბომბარდირმა, კილიან მბაპემ სერიოზული ტრავმა მიიღო.
26-ე წუთზე „სენტ ეტიენის“ კაპიტანმა ლოიკ პერენმა ფეხებში უხეში ვარდნით წააქცია 21 წლის ფრანგი – მან კოჭში მიარტყა მუხლი მბაპეს. საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მატჩის შემდეგ სტადიონი კი ყავარჯნებით დატოვა.
თავდაპირველად, არბიტრმა პერენს ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ ვიდეოს შემოწმების შემდეგ, ფეხბურთელი პირდაპირ გაააძევა მოედნიდან.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მბაპე თავისი გუნდის დახმარებას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ატალანტას“ წინააღმდეგ.