„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ კონტრაქტი შეათანხმა მადრიდის „რეალთან“, – ამის შესახებ ამტკიცებს გამოცემა Foot Mercato.
წყაროს ცნობით, 25 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა რამდენიმე დღის წინ მიაღწია შეთანხმებას მადრიდულ კლუბთან, რომლის მიხედვითაც, ის „რეალში“ 2024 წლის ზაფხულში გადავა.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს კონტრაქტი პსჟ-თან ამა წლის ზაფხულში იწურება და ფეხბურთელი შეძლებს ნებისმიერ კლუბში უფასოდ გადასვლას.