პარი სენ-ჟერმენის ფორვარდმა კილიან მბაპემ თანხმობა განაცხადა მადრიდის რეალში გადასვლაზე, თუ ესპანური კლუბი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს წელიწადში 15 მილიონ ევროს გადაუხდის. ამის შესახებ წერს ფრანგული გაზეთი ეკიპი (L’Equipe).
როგორც იტყობინებიან, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას ეს გადამეტებულ თანხამ მიაჩნია. დღეისთვის, რეალის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია გარეტ ბეილი, რომელიც წელიწადში 14 მილიონ ევროს იღებს. მას მოჰყვებიან მცველი სერხიო რამოსი (11 მილიონი), ფორვარდი ქარიმ ბენზემა (10) და ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი (10).
ეკიპი ამტკიცებს, რომ 20 წლის მსოფლიოს ჩემპიონის შარშანდელმა ჯამურმა შემოსავალმა 24.7 მილიონი ევრო შეადგინა.
ამ სეზონში კილიან მბაპემ პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში 35 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი პასი შეასრულა.