მბაპემ პსჟ-ს სხვა გუნდში გადასვლის სურვილის შესახებ აცნობა
მბაპემ პსჟ-ს სხვა გუნდში გადასვლის სურვილის შესახებ აცნობა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს 2021 წელს პარიზული კლუბის დატოვება უნდა.

ესპანური გაზეთის OK Diario-ს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელმა უკვე აცნობა თავისი სურვილის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას. ფრანგს არ სურს ურთიერთობის გაფუჭება კლუბის ბოსებთან, ამიტომაც ნაადრევად გააფრთხილა ისინი – ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე.

მბაპე ასევე იმედოვნებს, რომ კლუბი არ შეეწინააღმდეგება მის სხვა კლუბში გადასვლას და მაქსიმალურ ფინანსურ სარგებელს მიიღებს ტრანსფერისგან. იმ შემთხვევაში, თუ პსჟ არ მოისურვებს 2022 წლის 30 ივნისამდე მბაპეს გაშვებას, ფორვარდი ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

იტყობინებიან, რომ მბაპეს მადრიდის „რეალში“ სურს კარიერის გაგრძელება.

მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის გათამაშებაში მბაპემ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ექვსი გოლი გაიტანა.