„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე მზად არის ახალი კონტრაქტი გააფორმოს კლუბთან, ოღონდ გარკვეული პირობების სანაცვლოდ.
როგორც გაზეთი AS წერს, 22 წლის ფრანგმა პარიზულ კლუბს წლიური ხელფასის სახით მინიმუმ 35 მილიონი ევრო მოთხოვა – როგორც ბრაზილიელი ნეიმარის კონტრაქტით არის გათვალისწინებული.
ამასთან, წყარო აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, „პარი სენ-ჟერმენი“ არ დათანხმდება მბაპეს პირობებს და მოუწევს მისი გაყიდვა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას. პარიზელები შეეცდებიან ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 200 მილიონი ევრო მიიღონ.
მბაპეზე მთავარ პრეტენდენტად „ბარსელონასა“ და „რეალს“ ასახელებენ, რომლებიც შეეცდებიან ფასი 150 მილიონ ევრომდე დააგდონ.