2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშემ, კილიან მბაპემ ტურნირზე გამომუშავებულ თანხებზე უარი განაცხადა – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.
19 წლის მბაპემ გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდზე, რადგან მისი აზრით, მოთამაშეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის თანხები არ უნდა მიიღონ. ამ პოზიციიდან გამომდინარე, ფრანგების ვარსკვლავი აპირებს, რომ მოგებისთვის დასარიცხი თანხა გადასცეს ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს დაეხმაროს. ეს თანხა კი დააახლოებით, 500 ათას დოლარს აღწევს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საფრანგეთმა მოიპოვა.