მბაპემ „მონაკოსთან“ პირველი გოლისას უსაინ ბოლტზე სწრაფად ირბინა [ვიდეო]
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „მონაკოს“ წინააღმდეგ ჰეთთრიკი შეასრულა.
„პირველი გოლის დროს მბაპემ უფრო მაღალი სიჩქარე განავითარა, ვიდრე ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა, როდესაც მსოფლიო რეკორდს ამყარებდა 100 მეტრზე რბენაში“, – წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail).
ბოლტის სიჩქარე საათში 37.58 კილომეტრი იყო, იმ დროს, როცა მბაპე კარისკენ 38 კმ/სთ სიჩქარით მირბოდა.