მბაპემ მკაცრად გააკრიტიკა პსჟ 2023-2024 წლების სეზონის ვიდეორგოლისთვის [ვიდეო] #1TVSPORT
„პარი სენ-ჟემენის“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, თუ როგორ გამოიყენეს 2023-2024 წლების სეზონის აბონემენტების პრომოვიდეოში.
ვიდეოში წარმოდგენილია რეპლიკები მბაპეს ინტერვიუდან და ფრაგმენტები მატჩებიდან. „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებიდან კადრში მოხვდა მხოლოდ მცველი ნუნუ მენდეში.
„ახლახან ვნახე 2023-2024 წლების სეზონის აბონემენტების პრომოვიდეო. მე არ მითხრეს წინასწარ, რომ ჩემს ინტერვიუს გამოიყენებდნენ. ეს ჩვეულებრივი ინტერვიუ მეგონა კლუბის მარკეტინგული დღის რანგში.
მე არ ვეთანხმები ამ ვიდეოს. აი, ამიტომაც ვიბრძვი ინდივიდუალური საიმიჯო უფლებებისთვის. „პარი სენ-ჟერმენი“ დიდი კლუბია და დიდი ოჯახი, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის „კილიან სენ-ჟერმენი“, – დაწერა სოციალურ ქსელში მბაპემ.
მოგვიანებით ვიდეო აიღეს პარიზული კლუბის იუთუბარხიდან, რამდენიმე საათის შემდეგ კი ისევ განათავსეს. გამოცემა RMC Sport-მა დაწერა, რომ პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი უკმაყოფილო დარჩა შექმნილი სიტუაციით. მას არ სურს, რომ კლუბში დაძაბულობა გაიზარდოს, განსაკუთებით, მბაპესთან მიმართებაში. ალ-ჰელაიფი აპირებს, გაკვეული ზომები მიიღოს ამ ვიდეოს პუბლიკაციასთან დაკავშირებით.