მბაპემ განაცხადა, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე არ დატოვებს პსჟ-ს #1TVSPORT
მბაპემ განაცხადა, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე არ დატოვებს პსჟ-ს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე არ დატოვებს პარიზულ კლუბს ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას.

როგორც ესპანური გაზეთი AS-ი წერს, მბაპემ დაარწმუნა პსჟ-ის ხელმძღვანელობა, რომ აპირებს ბოლომდე გამოიმუშაოს თავისი კონტრაქტი. ფორვარდის მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მბაპეს წასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს გამოიწვევს პსჟ-ში. მანამდე კილიანმა კლუბს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ არ აპირებს გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას.

მბაპეზე მთავარ პრეტენდენტად მადრიდის „რეალი“ მიიჩნევა.