მბაპემ ევროპის ჩემპიონატებზე თავისი პირველი გოლი გაიტანა - საფრანგეთმა პოლონეთი ვერ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მბაპემ ევროპის ჩემპიონატებზე თავისი პირველი გოლი გაიტანა - საფრანგეთმა პოლონეთი ვერ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთს ვერ სძლია და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. თავის მხრივ, პოლონელებმა ჯგუფი მოგების გარეშე დაასრულეს და ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობნენ.

 

ფაქტები

  • კილიან მბაპე მეორე ევროპის ჩემპიონატს თამაშობს და პირველი გოლი პოლონეთთან მატჩში 2024 წლის 25 ივნისს გაიტანა.
  • საფრანგეთის ნაკრებს, ბოლო 9 მატჩია, ევროპის ჩემპიონატების ჯგუფურ ეტაპზე არ წაუგია.
  • რობერტ ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრების მაისურით 83-ე გოლი გაიტანა. ის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირია.

 

56′ წუთი. ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში გუნდებმა მეტი მონდომებით შეუტიეს და ორი პენალტიც დაინიშნა. პირველი კილიან მბაპემ დაარტყა და ევროებზე თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. მანამდე მას ევროპის ჩემპიონატებზე 535 წუთი და კარის მიმართულებით 35 უშედეგო დარტყმა ჰქონდა.

79′ წუთი. რობერტ ლევანდოვსკიმ ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მას პირველ მცდელობაზე ფრანგების მეკარე მენიომ აუღო, თუმცა ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, რომ მეკარე დარტყმისას ხაზზე არ იდგა და მსაჯმა რობერტს მეორედ დაარტყმევინა. მეორე მცდელობა უკვე შედეგიანი აღმოჩნდა.

ჯგუფში პირველ ადგილზე ავსტრიის ნაკრები გავიდა, რომელმაც პარალელურ შეხვედრაში ნიდერლანდები დაამარცხა. მეორე საფრანგეთია, ხოლო მესამე – ნიდერლანდები.