გაზეთ „პარიზიენის“ (Le Parisien) ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე ახალი სეზონისთვის სათამაშო ნომერს შეიცვლის: 29-ის ნაცვლად, ის 7 ნომერი იქნება.
ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელმა ნომერი შეიცვალა – მბაპემ ეს კრიშტიანუ რონალდუს საპატივცემულოდ გააკეთა. 33 წლის პორტუგალიელი, რომელიც ამ ზაფხულს „რეალიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა, ბავშვობაში მბაპეს საყვარელი ფეხბურთელი იყო.
კილიანი „პსჟ“-ში 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. სადებიუტო სეზონში მის ანგარიშზე 45 მატჩი და 21 გოლია.