მბაპე ზედიზედ მეოთხედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი #1TVSPORT
მბაპე ზედიზედ მეოთხედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე ზედიზედ მეოთხედ აღიარეს ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ. პრიზი ფეხბურთელმა საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან, დიდიე დეშამისგან მიიღო.

მბაპე საუკეთესოდ აღიარეს 2019, 2021 და 2022 წლებში. 2020 წელს საუკეთესო ფეხბურთელი არ გამოუვლენიათ კორონავირუსის პანდემიის გამო.

პრიზზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ ლიონელ მესი (პსჟ), ჯონათან დევიდი (ლილი), სეკო ფოფანა (ლანსი) და ლოი ოპენდა (ლანსი).

მბაპემ ლიგა 1-ის 33 მატჩში 28 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ის ერთი გოლით უსწრებს ბომბარდირთა დავაში „ლიონის“ ფორვარდს, ალექსანდრ ლაკაზეტს.