ავტორიტეტული ვებგვერდის Transfermarkt-ის მონაცემებით, დღეისთვის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე. ფრანგი შეფასებულია 200 მილიონ ევროდ. მეორე ადგილზეა რაჰიმ სტერლინგი „მანჩესტერ სიტიდან“ და ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენიდან“.
„ოქროს ბურთის“ ექვსგზის მფლობელი ლიონელ მესი ამ სიაში მხოლოდ მერვე ადგილზეა, კრიშტიანო რონალდო კი ათეულშიც ვერ მოხვდა.
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელებს ტოპ-ათეული ასეთია:
1. კილიან მბაპე (პსჟ) – 200 მლნ. ევრო
2. რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი) -160 მლნ.
3. ნეიმარი (პსჟ) – 160 მლნ.
4. სადიო მანე (ლივერპული) – 150 მლნ.
5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 150 მლნ.
6. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 150 მლნ.
7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 150 მლნ.
8. ლიონელ მესი(ბარსელონა) – 140 მლნ.
9. ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) – 120 მლნ.
10. ანტუან გრიზმანი (ბარსელონა) – 120 მლნ.