საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა სასჯელი გამოუტანა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს.
20 წლის ფეხბურთელი სამ მატჩს გამოტოვებს საფრანგეთის თასის ფინალში უხეში თამაშისთვის მიღებული წითელი ბარათის გამო. დისკვალიფიკაცია ვრცელდება ყველა ეროვნულ ტურნირზე, მათ შორის, ლიგა 1-ზე.
გარდა ამისა, კომისიამ საქმე აღძრა პსჟ-ის ფორვარდის ნეიმარის წინააღმდეგ, რომელმაც მატჩის შემდეგ გულშემატკივარს სახეში გაარტყა ხელი.
„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის თასის ფინალი „რენთან“ პენალტების სერიაში წააგო.