„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე ჯერ ისევ აგრძელებს აღდგენას ტრავმის შემდეგ, – წერს გაზეთი „პარიზიენი“.
გამოცემის ინფორმაციით, პარიზული კლუბის ლიდერი გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩს მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ.
ჯერჯერობით ფეხბუთელი მცირე დატვირთვით მუშაობს და სრულფასოვანი ვარჯიშები არ დაუწყია. ექიმების პროგნოზებით, ის ვერ მოასწრებს სრულად აღდგენას „რეალთან“ მატჩისთვის, რომელიც 18 სექტემბერს გაიმართება.
მბაპემ ბარძაყის კუნთი ლიგა 1-ის მესამე ტურის მატჩში მიიღო „ტულუზის“ წინააღმდეგ.