„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე ფრანგულ კლუბში თავის მომავალზე ჩამოყალიბდა.
როგორც ჟურნალისტი აბდელა ბულმა სოციალურ ქსელში წერს, ფეხბურთელი არ გააგრძელებს კონტრაქტს პსჟ-თან და კლუბს ზაფხულში დატოვებს.
ადრე პრესაში დაიწერა იმის შესახებ, რომ მბაპე უკმაყოფილოა იმ ულტიმატუმით, რომელიც მას მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ წაუყენა. მისი მიხედვით, ფრანგმა ფორვარდმა იანვრის ბოლომდე უნდა აცნობოს ესპანურ კლუბს, გააფორმებს თუ არა მასთან კონტრაქტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიგება არ შედგება.
მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონის რიგებში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.