მბაპე „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს არ გააგრძელებს - „რეალში“ გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია #1TVSPORT
მბაპე „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს არ გააგრძელებს - „რეალში“ გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მადრიდის „რეალში“ გადასვლა.

ფრანგი ფეხბურთელი არ აპირებს პარიზელებთან კონტრაქტის გაგრძელებას. მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული არ არის ხელფასის ოდენობაზე, რომელიც კლუბმა შეუძლია შესთავაზოს.

„მბაპემ მიიღო გადაწყვეტილება და მასზე ფულს ყველაზე ნაკლები გავლენა ჰქონდა. ის „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს მსოფლიოს მთელი ოქროს სანაცვლოდაც კი არ გააგრძელებს. მან უკვე დიდი ხანია ყველაფერი გადაწყვიტა და ამას ვერაფერი შეცვლის. მას სურს მადრიდში წარმატების მიღწევა და ის ამას გააკეთებს.

კილიანს სურს დაელოდოს 30 ივნისს. ამ დღეს ასრულდება მისი ოცნება“, – დაწერა ესპანურმა გაზეთმა AS-მა.

ამას წინ ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პსჟ-მ შეიძლება მბაპეს ხელფასის სახით შესთავაზოს წელიწადში 50 მილიონი ევრო. ასეთ შემთხვევაში, კილიანი მსოფლიოს ყველაზე მაღალანზღაურებადი მოთამაშე გახდება.