მბაპე პარი სენ-ჟერმენში კიდევ ერთი წლით რჩება
მბაპე პარი სენ-ჟერმენში კიდევ ერთი წლით რჩება

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ მიანიშნა, რომ კიდევ ერთი წლით რჩება პარიზულ კლუბში.

20 წლის ფეხბურთელმა „ტვიტერში“ განათავსა ფოტო „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით, მიაწერა მას კლუბის დევიზი – „აქ პარიზია“ (Ici c’est Paris) და რიცხვები – 19/20, და ეს ყველაფერი პარიზელთა ფერებით – წითლითა და ლურჯით გააფორმა.

ცნობილია, რომ ამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას, მბაპეს შეძენაზე ძირითადი კანდიდატი მადრიდის „რეალია“.

2018-2019 წლების სეზონზე მბაპემ 33 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.