„ლიონსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში კილიან მბაპეს მიერ მიღებული ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ.
ESPN-ის ინფორმაციით, „ლიონის“ მეკარესთან, ანტონი ლოპესთან შეჯახების შემდეგ, პარიზელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ზურგი დაიზიანა.
ტრავმის მკურნალობას და აღდგენით პროცესს ორი თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მბაპე ნამდვილად ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ. მატჩები 14 თებერვალს და 6 მარტს გაიმართება.
ამ სეზონში მბაპემ 23 მატჩში 13 გოლი გაიტანა.