მბაპე ნანობს, რომ „რეალში“ არ გადავიდა #1TVSPORT
მბაპე ნანობს, რომ „რეალში“ არ გადავიდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე ნანობს, რომ 2022 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალში“ ვერ გადავიდა, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტმა, მარიო კორტეგანმა.

„მბაპემ ინანა, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩა, რადგან მოტყუებულად გრძნობს თავს. პარიზელთა პროექტი ის არ აღმოჩნდა, რასაც კლუბი დაპირდა.

მას სურს, ერთხელაც „რეალში“ აღმოჩნდეს. მადრიდულ კლუბს ყოველთვის ჰქონდა ერთიერთობა ფეხბურთელის გარემოცვასთან.

ბევრი ლაპარაკობს იმაზე, შეიძლება თუ არა, რაიმე მოხდეს ამ ზაფხულს. მე მეუბნებიან, რომ ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ უნდა მოვიცადოთ, როგორ იქნება ყველაფერი“, – დაწერა კორტეგანმა.

მიმდინარე სეზონში 24 წლის მბაპემ ლიგა 1-ის 31 მატჩში 26 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.