მბაპე მე-6 სპორტსმენია „ინსტაგრამში 100 მილიონი ხელმომწერით #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ გადალახა „ინსტაგრამში“ ხელმომწერთა 100 მილიონის ნიშნული.
როგორც ირკვევა, მბაპე გახდა 30-ე ადამიანი და მხოლოდ მეექვსე სპორტსმენი, რომლებსაც სოციალურ ქსელში, მინიმუმ, 100 მილიონი ხელმომწერი ჰყავთ.
სპორტსმენებს შორის მბაპეზე წინ არიან ფეხბურთელები – კრიშტიანო რონალდო (556 მლნ), ლიონელ მესი (437 მლნ) და ნეიმარი (205 მლნ), ინდოელი კრიკეტისტი ვირათ კოჰლი (239 მლნ) და კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი (147 მლნ).