მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი ზედიზედ მეორედ გახდა
მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი ზედიზედ მეორედ გახდა

საფრანგეთის ჩემპიონატის ვადაზე ადრე დასრულების შედეგად, ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე გახდა.

პარიზელთა ფორვარდმა 20 მატჩში 18 გოლი გაიტანა. „მონაკოს“ თავდამსხმელს ვისამ ბენ იედერსაც აქტივში 18 გოლი აქვს, მაგრამ ამისთვის მას 26 მატჩი დასჭირდა.

მბაპე ზედიზედ მეორე სეზონია, ხდება საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი. გასულ სეზონშიც მან 18 გოლი შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ (LFP) ოფიციალურად გამოაცხადა სეზონი დასრულებულად და ჩემპიონის ტიტული „პარი სენ-ჟერმენს“ მიანიჭა.