“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ჟუზეპ გვარდიოლა ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას პრიორიტეტულ მიზნებზე ჩამოყალიბდა.
როგორც ‘სქაი სპორტსი’ იტყობინება, ესპანელ სპეციალისტს სურს თავისი გუნდის რიგებში იხილოს “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი კილიან მბაპე. გარდა ამისა, “მანჩესტერ სიტი” აპირებს “ბაიერნიდან” შეიძინოს ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა. თავის დროზე, ეს ფეხბურთელი “ბაიერნში” სწორედ გვარდიოლას გამო გადავიდა.
აღნიშნავენ, რომ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა გვარდიოლას 200 მილიონ ევროს გამოუყოფს ტრანსფერებისთვის.