მბაპე ამ ზაფხულს „რეალში“ არ გადავა
მბაპე ამ ზაფხულს „რეალში“ არ გადავა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ გადაწყვიტა, რომ პარიზულ კლუბში მადრიდის „რეალის“ მხრიდან ინტერესის მიუხედავად კიდევ ერთი წლით დარჩეს.

გაზეთ „ას-ის“ (AS) ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტი არგუმენტი გახდა კრიზისი, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. ამასთან, „რეალს“ ისევ რჩება ფრანგის შეძენის სურვილი და მის გადაბირებას 2021 წლის ზაფხულში შეეცდება.

მბაპეს მოქმედი კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2022 წლის ივნისამდეა ძალაში.

კილიანმა საფრანგეთის წლევანდელ ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა. ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.