მაურო იკარდიმ პსჟ-ის დატოვება გადაწყვიტა #1TVSPORT
მაურო იკარდიმ პსჟ-ის დატოვება გადაწყვიტა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი მაურო იკარდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის დატოვებაზე დაფიქრდა. ამის შესახებ წერს ინტერნეტ-გამოცემა Calciomercato.

არგენტინელი ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებულნი არიან „იუვენტუსი“ და „ტოტენჰემი“. თავად იკარდისაც სურს იტალიაში დაბრუნება, სადაც თავის დროზე „ინტერის“ შემადგენლობაში თამაშობდა.

28 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ამ სეზონზე იკარდიმ საფრანგეთის ჩემპიონატის რვა მატჩში სამი გოლი გაიტანა.