მაურისიო რუა დიდი ალბათობით ივლისში ანტონიო ნოგეირასთან კარიერაში მესამე ბრძოლას გამართავს
ტრილოგია მაურიციო რუასა და ანტონიო ნოგეირას შორის დიდი ალბათობით მიმდინარე ზაფხულში გაიმართება. დანა ვაიტის განცხადებით, ორგანიზაცია ორი ბრაზილიელის მესამე ბრძოლის ჩატარებას 25 ივლისს საბრძოლო კუნძულზე გეგმავს. MMAFIGHTING-ის ინფორმაციით მხარეები სიტყვიერად ერთმანეთს მოელაპარაკნენ.
რუასა და ნოგეირას ბრძოლა თავდაპირველად 9 მაისს ბრაზილიაში იყო ჩანიშნული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ქარდი ჩაიშალა.
„შოუგანი“ (26-11-1) აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) და „ფრაიდის“ (PRIDE) ყოფილი ტიტულის მფლობელია. მან ნოგეირას ორივე ბრძოლა მოუგო, თუმცა ორივე დაპირისპირება ძალიან დაძაბული გამოდგა.
ნოგეირა (23-9) ოქტაგონზე ბრძოლებს 2009 წლის შემდეგ მართავს. მას დამარცხებული ჰყავს ტიტო ორტიზი, რაშად ევანსი, პატრიკ კუმინსი და სემ ალვეი. 25 ივლისის მთავარი ბრძოლა რობერტ ვიტეკერსა და დარენ ტილს შორის შედგება.