მაურისიო პოჩეტინო - მბაპესა და ნეიმარს შორის არ არის სერიოზული კონფლიქტი #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ილაპარაკა კილიან მბაპესა და ნეიმარს შორის წარმოქმნილ კონფლიქტზე.
გასულ უქმეებზე „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის მერვე ტურში „მონპელიე“ 2:0 დაამარცხა. მბაპე 88-ე წუთზე შეცვალეს, რის შემდეგაც ფორვარდმა ნახევარმცველ იდრის გეიესთან დაიჩივლა იმის შესახებ, რომ ნეიმარი მას პასს არ აძლევს. 22 წლის ფრანგმა ეს სიტყვები მას შემდეგ წარმოთქვა, რაც ნეიმარმა იულიან დრაქსლერს გაატანინა.
„ისინი შესანიშნავი ბიჭები არიან. ტოპ-მოთამაშეებს შორის ყოველთვის არის წინააღმდეგობა. ისინი მეტოქეები არიან, რომლებსაც სურთ მოგება და გუნდის დახმარება წარმატების მისაღწევად.
ორივეს ცალ-ცალკე ველაპარაკე. შესაძლოა, მათაც ილაპარაკეს ერთმანეთში. ასევე იყო კადრები ვარჯიშიდან, სადაც ისინი ამაღლებულ განწყობაზე იყვნენ.
პატარა ინციდენტებმა ხანდახან შეიძლება აჟიოტაჟი გამოიწვიოს, მაგრამ, სინამდვილეში, ეს ყველაფერი, უბრალოდ, ლაპარაკია“, – განაცხადა პოჩეტინომ.