ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი გამოტოვებს იტალიის ჩემპიონატის სტარტს ავადმყოფობის გამო.
იტალიის ჩემპიონის ოფიციალურ ვებგვერდზე იტყობინებიან, რომ 60 წლის მწვრთნელის ანალიზებმა პნევმონია გამოავლინა. სარის სპეციალური თერაპია დაუნიშნეს და ის უახლოეს პერიოდში ვერ შეძლებს თავისი მოვალეობების შესრულებას.
მაურიციო სარი ამ ზაფხულს დაინიშნა „იუვენტუსში“ მასიმილიანო ალეგრის ნაცვლად.
„იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში 24 აგვისტოს „პარმას“ წინააღმდეგ ითამაშებს.