„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ უკანასკნელ მატჩში კრიშტიანო რონალდოს თამაში შეაფასა.
შეგახსნებეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ტურინულმა კლუბმა მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0.
„კრიშტიანო მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე დარჩა, რადგან მინდოდა, რომ გოლი გაეტანა, რაც მოტივაციას შემატებდა.
ვფიქრობ, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა უმჯობესდება. ის ცდილობს სრული დატვირთვით ივარჯიშოს.
კრიშტიანომ სერია ა-ს სამი მატჩი გამოტოვა, რომ დაესვენა და ძალები აღედგინა. ახლა კი მას მართებს დასახული მიზნებისკენ წავიდეს და საკუთარი თავის ირწმუნოს“, – განაცხადა ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა.
„ატლეტიკოს“ დამარცხების შემდეგ, (მატჩში ერთადერთი გოლი არგენტინელმა ფორვარდმა, დიბალამ გაიტანა) „იუვენტუსმა“ 13 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, მადრიდის „ატლეტიკოს“ კი 7 ქულა აქვს.