მაურიციო სარი - პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი-დებიუტანტია
ლონდონის „ჩელსიმ“ ფრედ ითამაშა პრემიერლიგის მე-12 ტურში „ევერტონის“ წინააღმდეგ (0:0).
„ჩელსის“, რომელსაც სათავეში უდგას მაურიციო სარი, ჯერ არც ერთი წაგება არ აქვს ინგლისის ჩემპიონატში – რვა მატჩი მოიგო და ოთხჯერ ფრედ ითამაშა. ამით, იტალიელმა სპეციალისტმა დაამყარა ახალი რეკორდი პრემიერლიგის დებიუტანტ მწვრთნელებს შორის ზედიზედ წაუგებელი მატჩების რაოდენობით.
მანამდე, სარი პირველ ადგილს იყოფდა ფრენკ კლარკთან, რომელმაც 1994-95 წლების სეზონში,”ნოტინგემის” მთავარი მწვრთნელის რანგში ზედიზედ 11 მატჩი არ წააგო.
„ჩელსიმ“ 12 ტურის შემდეგ 28 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა. მომდევნო ტურში, სარის გუნდი გასვლაზე შეხვდება „ტოტენჰემს“.