ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი თვლის, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
როგორც იტალიელმა სპეციალისტმა Corriere Dello Sport-თან საუბარში განაცხადა, „ბებერი ქალბატონის“ მთავარი კონკურენტი „მანჩესტერ სიტი“ იქნება.
„იუვენტუსი“ წელს ბევრად ძლიერი და გამოცდილია. მათ თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდო დაიმატეს, რაც მათ შანსებს უფრო მეტად ზრდის. „იუვენტუსს “ სკუდეტოსთვის ბრძოლაში კონკურენტი არ ჰყავს და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია. „ტურინელები“ „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მოგების უდავო პრეტენდენტები არიან. გვარდიოლას გუნდმა დროა ევროპაშიც გაიბრწყინოს, ეს ორი გუნდი ჭიდილი იქნება.“ –აღნიშნა სარიმ.