მაურიციო სარი - იტალიაში ასეთი დარღვევებისთვის თერთმეტმეტრიანს ნიშნავენ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში „ლიონთან“ დამარცხების შემდეგ, „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კომენტარი გააკეთა და მსაჯობას გაუსვა ხაზი.
„იტალიაში, ისეთი დარღვევებისთვის, როგორიც დიბალას და რონალდოს წინააღმდეგ იყო, თერთმეტმეტრიანებს დანიშნავდნენ. ევროპაში ისე არ მსაჯობენ, როგორც იტალიაში და ამას უნდა შევეგუოთ. ადაპტირება მოგვიწევს“, – მოჰყავს სარის სიტყვები გამოცემა „კალჩონაპოლის“.
შეგახსენებთ, რომ მატჩი ლიონში მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი ტურინში 17 მარტს გაიმართება.