მაურიციო სარი - იმედი მაქვს, რონალდო მალე ათამაშდება ძველებურად
მაურიციო სარი - იმედი მაქვს, რონალდო მალე ათამაშდება ძველებურად

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი კრიშტიანო რონალდოს ფიზიკური ფორმის შესახებ საუბრობს. „სკაი სპორტს იტალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში იტალიელი სპეციალისტი იმედს გამოთქვამს, რომ პორტუგალიელი ძალიან მალე ათამაშდება ისე, როგორც ამას მისგან გულშემატკივრები ელიან.

„ჩვენ ვისაუბრეთ „მილანთან“ და „ნაპოლისთან“ იტალიის თასის მატჩების წინ და ასევე ვისაუბრეთ გუშინ. რონალდოს 700 გოლი აქვს გატანილი კარიერის განმავლობაში და ყოველთვის უფრო ფართოდ თამაშობდა, ვიდრე ტიპიური ფორვარდი. ასეთია მისი სტილი და ეს ნორმალურია. გუშინ მე დიდხანს ველაპარაკებოდი მას და იმედი მაქვს, რომ ხვალ ან მაქსიმუმ ერთი კვირის შემდეგ ის ისევ გახდება ის ფანტასტიკური მოთამაშე, როგორიც ყოველთვის იყო“, – ამბობს მაურიციო სარი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 35 წლის რონალდომ 34 მატჩი ჩაატარა და 25 გოლის ავტორი გახდა.

დატოვე კომენტარი