დიდი ალბათობით, ჩელსის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ლონდონურ კლუბს 2018-19 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, – წერს პორტალი ფუტბოლ იტალია.
გაირკვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩელსი ევროპის ლიგას მოიგებს, გუნდის მფლობელი რომან აბრამოვიჩი 60 წლის სპეციალისტის გადაყენების გადაწყვეტილებას მიიღებს.
სარის წასვლა ლონდონური კლუბიდან გამოწვეულია იმით, რომ ჩელსის გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან გუნდის თამაშის სტილით და პრემიერლიგაში ნაჩვენები შედეგებით.
ვარაუდობენ, რომ იტალიელი მომავალ სეზონში სერია A-ში დაბრუნდება. სარის მიწვევა რომას სურდა, მაგრამ სპეციალისტმა უარყო კარიერის გაგრძელების ამგვარი ვარიანტი.