„ჩელსის“ დამრიგებელი მაურიციო სარი აცხადებს, რომ ედენ აზარი შესანიშნავი ფეხბურთელია და რომ არაჩვეულებრივი იქნება, თუ ის ლონდონურ კლუბში კიდევ დიდი ხნით დარჩება.
შეგახსენებთ, რომ რამდენინე დღის წინ, აზარმა ერთ-ერთ ინტერვიუში „ჩელსიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა და იქვე დაამატა, რომ მისი ოცნების გუნდი „რეალ მადრიდია“.
„ის ფანტასტიკური ფეხბურთელია და ჩვენთვის მისი შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. მას ყველაფრის მოგება შეუძლია, მათ შორის „ოქროს ბურთის“ მფლობელიც შეიძლება გახდეს და ამისთვის ესპანეთში წასვლა სულაც არ არის აუცილებელი“, – ამბობს სარი.
იტალიელ სპეციალისტს „რეალ მადრიდის“ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაზე სთხოვეს კომენტარის გაკეთება: რამონ კალდერონმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ აზარი ლონდონურ კლუბში მონასავით ჰყავთ.
„არა მგონია, ასე იყოს“, – თქვა სარიმ ღიმილით, – „ბოლო სამი თვეა, ძალიან ბედნიერს ვხედავ. ეს ყველაფერი ტყუილია“.