ხვალ, 11 ივლისს იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩში „იუვენტუსი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს.
ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ მისი გუნდის მეტოქეზე ისაუბრა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„ეს სეზონის მნიშვნელოვანი ეტაპია, – ციტირებს „იუვენტუსის“ ოფიციალური ვებგვერდი მათივე მთავარი მწვრთნელის სიტყვებს. – „ატალანტა“ ძალიან კარგი გუნდია და მისი შედეგები, განსაკუთრებით კი გასვლით შეხვედრებში ამას ადასტურებს.
„ატალანტა“ აგრესიული გუნდია, რომელსაც შეუძლია მწვავე კონტრშეტევა და მოულოდნელი ასწრაფება. ეს რთული შეხვედრა იქნება, რადგან „ატალანტა“ ურთულესი მოწინააღმდეგეა“, – აცხადებს მაურიციო სარი.