ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ბლეზ მატუიდის ასპარეზობით მაურიციო სარი კმაყოფილია და ძირითადის ერთ-ერთ წევრადაც მიიჩნევს, მაგრამ, ვინაიდან რაბიომ თამაშის ხარისხი გააუმჯობესა, მას თამაშის ხარისხის მომატება მოუწევს.
კლუბი მუშაობს, რათა ფეხბურთელის თაობაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, რაშიც მინო რაიოლას არის ჩართული. ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წლამდე გაუხანგრძლივდება, მაგრამ ეს იმის გარანტია არ იქნება, რომ ის ტურინს ზაფხულშივე არ დატოვებს.