ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ განაცხადა, რომ კიდევ ერთი წლით გააგრძელებს კონტრაქტს იტალიის ჩემპიონთან.
„ვრჩები „იუვენტუსში“. ჩემს კონტრაქტში არსებობს პუნქტი თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ და კლუბმა ის გაააქტიურა.
ძალიან მოხარული ვარ. არასოდეს მქონია ეჭვი „იუვენტუსთან“ დაკავშირებით, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი საკუთარი თავისადმი ნდობას. ჩემს ოჯახს მოსწონს ეს ქალაქი, რამაც ასევე გავლენა იქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ფრანგმა „ფიგაროსთან“ კომენტარში.
32 წლის მატუიდი „იუვენტუსში“ 2017 წლიდან თამაშობს. მას ჯამში ტურინულ კლუბში 118 მატჩი აქვს ჩატარებული. გაიტანა რვა გოლი და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა.