ტურინის „იუვენტუსის“ ფრანგი ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი მომავალი სეზონისთვის მზადებას ისევ ტურინულ გრანდში განაგრძობს და, როგორც ჩანს, არსად წასვლას არ აპირებს.
მოგეხსენებათ, „იუვენტუსის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის ფორმაციის გუნდში ფრანგს სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდება, მაგრამ მატუიდი იმედს არ კარგავს და სამედიცინი შემოწმებაც კლუბთან ერთად გაიარა.
შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონია და მან საფრანგეთის ნაკრებში მუნდიალზე გამომუშავებული საპრიზო თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოახმარა.