ლეგენდარულმა შვედმა ჩოგბურთელმა, ტელეარხ „ევროსპორტ“-ის (Eurosport) ექსპერტმა მატს ვილანდერმა პროგნოზი გააკეთა მოახლოებული ამერიკის ღია პირველობის წინ.
„იმეგაცრუებული დავრჩები, თუ ახალგაზრდა თაობის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ მოხვდება ნახევარფინალში. ბალახზე გამოსვლა განსაკუთრებულ გამოცდილებას მოითხოვს, გრუნტზე თამაში – განსაკუთრებულ სტილს. ჰარდზე კი არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
ნახევარფინალში უნდა მოხვდეს ორი ბიჭი და მათი სახელები არ არის – როჯერი, რაფა, სტენი ან ნოვაკი.
ჩემი აზრით, მხოლოდ ნადალს შეუძლია ჯოკოვიჩის დამარცხება „დიდ სლემზე“ ხუთსეტიან მატჩში. მედვედევსაც აქვს ამის შანსი, მაგრამ რაფა გაცილებით სახიფათოა.
ფედერერისთვის კი რთული იქნება შვიდი მატჩის ჩატარება. თამაშის სტილს ამაზე გავლენა არ აქვს. გარკვეული სირთულეები შეიძლება შეექმნათ მოთამაშეებს ძლიერი მოწოდებით ან მათ, ვინც კარგად თამაშობს უკანა ხაზზე“, – მოჰყავს ვილანდერის სიტყვები სააგენტო EFE-ს.