მატს ჰუმელსი ზამთარში „ბაიერნის“ დატოვებას აპირებს
მატს ჰუმელსი ზამთარში „ბაიერნის“ დატოვებას აპირებს

გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ცენტრალურმა მცველმა მატს ჰუმელსმა, შესაძლოა, ზამთრის უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი შეიცვალოს.

გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, 30 წლის ჰუმელსს უკვე ამ ზამთარს უნდა „ბაიერნის“ დატოვება. როგორც იტყობინებიან, ფეხბურთელის აგენტი მარკ კოსიცკე ლონდონში იმყოფება და იქ შესაძლო ტრანსფერს განიხილავს.

ინგლისის პრემიერლიგა – პრიორიტეტია ჰუმელსისთვის. ძირითადი პრეტენდენტები არიან – „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“

წელს, მატს ჰუმელსი რეგულარულად ვერ ხვდება „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში. მან ბუნდესლიგაში მხოლოდ ცხრა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.