მიუნხენის „ბაიერნის“, დორტმუნდის „ბორუსიისა“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი კარიერას „რომაში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
35 წლის გერმანელი მცველი რომაულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
The Athletic-ის ცნობით, ჰუმელსი გასულ ზაფხულს ახლოს იყო, ესპანურ „რეალ სოსიედადში“ გადასულიყო, თუმცა საბოლოოდ „რომას“ წინადადებამ უფრო მოხიბლა.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა, მატს ჰუმელსმა დორტმუნდის „ბორუსია“ ივნისში, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა.