მატს ჰუმელსი „დორტმუნდში“ გადავიდა
მატს ჰუმელსი „დორტმუნდში“ გადავიდა

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი მატს ჰუმელსი დორტმუნდის „ბორუსიაში“ ბრუნდება, – წერს გერმანიის ჩემპიონის ოფიციალური გვერდი. გარიგების დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც ავტორიტეტული გამოცემა „კიკერი“ (Kicker) წერს, სატრანსფერო თანხამ 38 მილიონი ევრო შეადგინა.

უფრო ადრე, ჰუმელსმა „დორტმუნდთან“ სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მიხედვითაც წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს. თავისი ყოფილი კლუბის შემადგენლობაში მცველმა ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა და ერთხელ – გერმანიის თასი.

30 წლის ჰუმელსმა გასულ სეზონში „ბაიერნის“ რიგებში 33 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი პასი შეასრულა.