მატერაციმ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა - ფაბიო კანავარომ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა
იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფაბიო კანავარომ თავისი აზრი გამოთქვა მსოფლიოს 2006 წლის ფინალში მარკო მატერაცისა და ზინედინ ზიდანის კონფლიქტის შესახებ.
დამატებით დროში ზიდანმა მკერდში თავი ჩაარტყა იტალიელ მცველს, რის გამოც მოედნიდან გააძევეს, შემდეგ კი საფრანგეთმა პენალტების სერიაში წააგო.
„სიმართლე გითხრათ, მხოლოდ უეცარი ხმაური მახსოვს, – გაიხსენა კანავარომ. – მე ახლოს ვიდექი, შევბრუნდი და მარკო მიწაზე დავინახე. მან მითხრა – „ის თავით დამეჯახა“. ეტკინა თუ არა მას? მნიშვნელოვანია ის, რომ მან თავისი საქმე გააკეთა, როცა მინდორზე დაეცა. მადლობა და ნახვამდის! თუმცა, მას საკმაოდ მოხვდა!“