მათემატიკოსებმა 2018 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული დაასახელეს. კვლევა გერმანიისა და ბელგიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ მსოფლიო ჩემპიონატზე თითოეული გუნდის შანსი გამოიკვლიეს, შედეგები კი ArXiv.org-ის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს.
32 გუნდიდან თითოეულის შანსის გამოსათვლელად, მათემატიკოსებმა 100 000 სხვადასხვა შესაძლო სცენარი გააანალიზეს.
მათ მხედველობაში მიიღეს მონაწილე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი, მოსახლეობა, ადგილი ფიფა-ს რეიტინგში, ასაკი და ჩემპიონთა ლიგაში მათი წარმომადგენლების რაოდენობა.
მათი პროგნოზით, მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი ესპანეთია – მისი ჩემპიონობის ალბათობა 17.8 პროცენტია. შემდეგ მოდიან გერმანია (17.1%) და ბრაზილია (12.3%). რუსეთის გუნდის შანსი კი მიზერულად შეფასდა – 0.1%.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android iOS
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!