მატეის დე ლიხტს მხარზე ოპერაცია ჩაუტარდება, ფეხბურთელი რამდენიმე თვეს გამოტოვებს
„იუვენტუსის“ მცველი მატეის დე ლიხტი შესაძლოა დიდი ხნით დაემშვიდობოს საფეხბურთო მოედანს. ამ ინფორმაციას „ფუტბოლ იტალია“ ავრცელებს.
როგორც ირკვევა, „ატალანტას“ წინააღმდეგ გასული წლის ნოემბერში გამართული მატჩის დროს 29 წლის ჰოლანდიელს მხარი ამოუვარდა და უახლოეს დღეებში მას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, დე ლიხტი წლევანდელ სეზონს დროზე ადრე დაასრულებს და სავარაუდოდ შემდეგის დასაწყისსაც გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსში“ დე ლიხტი 2019 წელს ამსტერდამის „აიაქსიდან“ გადავიდა და ტურინელებმა მასში 85.5 მილიონი ევრო გადაიხადეს.